ახალი ამბები

კობახიძე: რაიმე ზეწოლის შემცველი შეტყობინება არასოდეს არავისთვის გამიგზავნია

14 დეკემბერი, 2015 • 1901
კობახიძე: რაიმე ზეწოლის შემცველი შეტყობინება არასოდეს არავისთვის გამიგზავნია

საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი აცხადებს, რომ არც ალეკო ელისაშვილისთვის და არავისთვის მას მუქარის შემცველი შეტყობინება არ გაუგზავნია.

“რაიმე მუქარის შემცველი, რაიმე ზეწოლის შემცველი, რაიმე იძულების შემცველი, რაიმე უკანონო შინაარსის სმს შეტყობინება არათუ ელისაშვილისთვის, არავისთვის მე არასდროს არ გამიგზავნია,”– ამბობს პარლამენტის პრესსპიკერი.

ალეკო ელისაშვილმა განაცხადა,  რომ როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხები ჰქონდათ აღებული. მან ასევე აღნიშნა, რომ საუბარი იყო წინასწარ აღებულ 200 ათას დოლარზე და დაპირებულ მილიონ ნახევარ დოლარზე.

მანანა კობახიძემ კი “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში კობახიძემ თქვა, რომ შესაძლოა, ალეკო ელისაშვილთან ოფიციალური განცხადებების გაგზავნის შემდეგ მოეკითხა, თუ რა ეტაპზე იყო “კოკაინის საქმის” საქმის განხილვა და ისიც შესაძლოა, რომ ელისაშვილისთვის ეთხოვა, საქმე თაროზე არ შემოედოთ. ეხებოდა თუ არა მასზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლა “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულთა კომისიაზე გატაბის მოთხოვნას – ელისაშვილი ინფორმაციას “არც უარყოფს, არც ადასტურებს“.

“მე, როგორც დერპუტატს, ვალდებულება მქონდა ნებისმიერ განცხადებაზე, პატიმრების ნებისმიერ მომართვაზე, რომელიც მათი უფლებების დაცვას ეხება, მომეხდინა რეაგირება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ბიძნური კამპანია პირადად ჩემ მიმართ და შესაძლებელია ასევე სხვა პირების მიმართ, კარგად დაგეგმილი ბინძური კამპანია, რომელსაც აუცილებლად ბოლომდე მივყვები და აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას,”– აცხადებს კობახიძე.

მან ასევე განაცხადა, რომ ხელთ რა ინფორმაციაც აქვს, ყველა დოკუმენტი მიაწოდა პროკურატურას.

ეკა ბესელია და მანანა კობახიძე პროკურატურაში მოწმის სახთ უკვე დაკითხეს.

ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს:

“მეყოფა ნებისყოფაც, მეყოფა გამოცდილებაც, მეყოფა გამძლეობაც და მეყოფა ჩემი პროფესიული უნარ–ჩვევებიც იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე. საზოგადოებამ დაინახოს, სად არის სიმართლე. მან შეაფასოს მერე და გააკეთოს დასკვნა, რასთან გვაქვს საქმე, რა ტიპის პოლიტიკური პროცესი თუ ავანტიურა არის წამოწყებული ამ წინასაარჩევნო ახალი კამპანიის დასაწყისში”.

ბესელიას განცხადებით, ის ინფორმაცია და დოკუმენტური მასალა, რაც ადამიანის უფლებათა კომიტეტს აქვს ამ საქმესთან და ფაქტებთან დაკავშირებით, პროკურატურას მიაწოდა.

მთავარ პროკურატურაში ელისაშვილისა და ქორიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება ზეგავლებით ვაჭრობის მუხლით მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი