ახალი ამბები

მონადირეებმა საქართველო-თურქეთის საზღვართან ოთხი გარდაცვლილი იპოვეს

11 დეკემბერი, 2015 • 1070
მონადირეებმა საქართველო-თურქეთის საზღვართან ოთხი გარდაცვლილი იპოვეს

11 დეკემბერს აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კირნათის თემში, თურქეთ-საქართველოს საზღვართან, მონადირეებმა მიტოვებულ ქოხში ოთხი გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს.

შს სამინსიტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო [თვითმკვლელობამდე მიყვანა – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.]

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, ნესტან დიდმანიძე „ბათუმელებთან” საუბრისას ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გარდაცვლილები ინდოეთის მოქალაქეები, ახალგაზრდა მამაკაცები არიან.

თვითმხილველების თქმით, ეს ადამიანები დაახლოებით 2-3 დღის წინ არიან გარდაცვლილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი