ნეტგაზეთი | მერია: ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან შედარებით, გამწვანებისთვის 2 მლნ ლარით მეტია გამოყოფილი მერია: ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან შედარებით, გამწვანებისთვის 2 მლნ ლარით მეტია გამოყოფილი – Netgazeti

მერია: ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან შედარებით, გამწვანებისთვის 2 მლნ ლარით მეტია გამოყოფილი

თბილისის მერიის განცხადებით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის თანახმად, ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, გამწვანებისთვის 2 მლნ ლარით მეტია.

ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტით, გამწვანების ბიუჯეტი 2 მილიონ 984 ათასი ლარით იყო განსაზღვრული [2015 წლის ბიუჯეტის გეგმით გამწვანების ბიუჯეტი 5 მილიონ ლარზე მეტია].

“გამწვანების ღონისძიებებისთვის 2016 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, 2 მლნ ლარით მეტია განსაზღვრული, რაც ვერეს ხეობაში და პარკი მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის მოწყობის სამუშაოებზე მიიმართება. ამასთან, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამას, გარდა ტრანსფერებით მისაღები 5,3 მლნ ლარისა, დაემატა 1 მლნ ლარი და 6 მლნ. 300 ათასი ლარით განისაზღვრა”, – წერია მერიის განცხადებაში.

თბილისი. ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთი

თბილისი. ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი