ახალი ამბები

თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 130 მილიონით იზრდება

13 დეკემბერი, 2023 • 674
თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 130 მილიონით იზრდება

2023 წელთან შედარებით, თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 130 მილიონით იზრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 13 დეკემბერს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა შეადგენს 1 763 354 000 ლარს, მათ შორის არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური, სპეციალური ტრანსფერი – 500 000 000 ლარი. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 547 000 000 ლარის გამოყოფა, რაც მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 31%-ია. სოციალური/ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია 507 632 000 ლარის გამოყოფა”, – განაცხადა კალაძემ.

კალაძე აღნიშნავს, რომ დამტკიცებულ პროექტში მოყვანილ რიცხვებთან შედარებით, ბიუჯეტი წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება. სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაციას მერია მოგვიანებით გაავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი