ახალი ამბები

rferl: EU-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე იტალიამ დამატებით დებატები მოითხოვა

10 დეკემბერი, 2015 • 1690
rferl: EU-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე იტალიამ დამატებით დებატები მოითხოვა

ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივების საკითხზე იტალიამ დამატებითი დებატები მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ავრცელებს.

რადიოს ცნობით, 9 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის ელჩები, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებას ყოველგვარი დებატების გარეშე აპირებდნენ, თუმცა იტალიამ განაცხადა, რომ ეს საკითხი ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ მომდევნო კვირაში ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე.

რუსეთს ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციები უკრაინის მოვლენების გამო დაუწესა. სანქციებს ვადა იანვარში გასდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი