ახალი ამბები

ანონსი – 10 დეკემბერი

10 დეკემბერი, 2015 • 1634
ანონსი – 10 დეკემბერი

გთავაზობთ 10 დეკემბრისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

09:30 სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ორგანიზებით „სოფლის მეურნეობის, გარემოსა და სასოფლო დასახლებების სტატისტიკის სტრატეგიული განვითარების გეგმის“ დოკუმენტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

10:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით ტრენინგი „სამართალი და ადამიანის უფლებები“ გაიმართება. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაეწრება. მისამართი: სანდრო ეულის 3.

10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 2015 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს, რომელშიც ასახულია მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მნიშვნელოვანი მიღწევები და პრობლემები. ღონისძიებაზე მოწვეული არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

11:00 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია გამართავს ბრიფინგს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დასრულებულ და მიმდინარე იფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით განსახორციელებელ ცვლილებებზე.

11:30 საათზე თბილისში, საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში (მელიქიშვილის #16) ჯეკპოტის გამარჯვებულს კუთვნილი მოგება გადაეცემა.

12:00-ზე “პირველ პრესკლუბში” ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი და ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია ბრიფინგს გამართავენ. თემა: პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით ელისაშვილის განცხადებები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:30-ზე “პირველ პრესკლუბში” საკრებულოს წევრი გულიკო ზუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემები: თბილისის მერის ანგარიში, პრობლემები თვითმმართველობაში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

15:00 საათზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე (კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე) საინფორმაციო კამპანიას გამართავს. ანალოგიური აქციები ქუთაისთაისის გარდა საქართველოს 8 დიდ ქალაქში გაიმართება.

15:45 – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტის წევრები გამართავენ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის ხელმძღვანელთან, ბატონ ოთარ ძიძიკაშვილთან. შეხვედრა გაიმართება დიალოგის ფორმატში. თბილისი მარიოტი.

16 საათზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართება იუსტიციის მინისტრისა და სტუდენტების შეხვედრა.

17:00 საათზე, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს პარლამენტთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიღებას გამართავს. ღონისძიებას მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

18.30 მწერალთა სახლი გიწვევთ კულტუროლოგ გიორგი მაისურაძის საჯარო ლექციაზე : „მერაბ მამარდაშვილის გნოსტიციზმი“. მისამართი: მაჩაბლის 13.

მასალების გადაბეჭდვის წესი