ახალი ამბები

უსუფაშვილი: ნაბიჯები იდგმება იქით, რომ მოწმისა და დაზარალებულის უფლებები უკეთ დავიცვათ

8 დეკემბერი, 2015 • 959
უსუფაშვილი: ნაბიჯები იდგმება იქით, რომ მოწმისა და დაზარალებულის უფლებები უკეთ დავიცვათ

საქართვეკლოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის დანერგვით ნაბიჯები იდგმება იქითკენ, რომ მოწმე და დაზარაებული უკეთ დაიცვან.

“ჩემი აზრით, არის ძალიან საინტერესო მოდელი. მას ყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა ჯერ კიდევ არის საკითხი, რომელიც პირადად ჩემი გადმოსახედიდან ჯერ კიდევ დასაზუსტებელია და, იმედი მაქვს, ამ დღებში ეს ყველაფერი მოგვარდება. მაგრამ ნაბიჯები იდგმება იქეთ, რომ მოწმე და დაზარალებული, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ(ვინც დააშავა იმის უფლებებიც უნდა დავიცვათ), განსაკუთრებით მოწმე და დაზარალებული, რომელთა მიმართებაშიც დამცავი სისტემა უნდა იყოს განსაკუთრებით ფრთხილი იმისთვის, რომ დანაშაულის გახსნის ინტერესს არ შევწიროთ ადამიანის თავისუფლება და მათი კონსტიტუციური უფლებები. ასე რომ, შეტანილი ცვლილებების შემდეგ განსაკუთრებით მაღალი იქნება ის, რომ გამოირიცხოს მოწმეზე რაიმე ზემოქმედება, რომელსაც, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ხოლმე ჩვენს სინამდვილეში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი