ახალი ამბები

უსუფაშვილი ვიზის ლიბერალიზაციაზე: ნაადრევად ნუ ვიზეიმებთ ნურაფერს

5 დეკემბერი, 2015 •
უსუფაშვილი ვიზის ლიბერალიზაციაზე: ნაადრევად ნუ ვიზეიმებთ ნურაფერს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელთან, ჰანს ვან ბაალენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, რის შესახებაც ევროკომისიის ანგარიში 15 დეკემბერს გამოქვეყნდება.

„15 დეკემბრისთვის და ზოგადად, უვიზო რეჟიმის საკითხებზე ჩვენ ველოდებით დადებით გადაწყვეტილებებს, ჩვენ ველით პროგრესს. ამის თაობაზე გვაქვს ძალიან კონკრეტული საუბრები ევროსტრუქტურებში- როგორც ევროპარლამენტში, ისე ევროკომისიაში. გახსოვთ, ქალბატონმა მოგერინიმ, ამ საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საქართველოში ყოფნისას გვითხრა, რომ საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რაც გასაკეთებელი ჰქონდა ამ პროცესში. ახლა გადაწყვეტილება მისაღებია ევროპის დონეზე.

კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში კითხვები და საკითხები არ არსებობს, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ამ პროცესს, თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ თავად ევროპაშია მთელი რიგი თემები და საკითხები, რომელიც გაჩნდა ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენების გამო, ეს არის კრიზისი მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით, ეს არის ტერორიზმის საფრთხეები, რაც, რა თქმა უნდა, ზოგადად გავლენას ახდენს ევროპულ სტრუქტურებში ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების ტემპზე, ხარისხზე, სიღრმეებზე და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ნაადრევად ნუ ვიზეიმებთ ნურაფერს, მაგრამ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი ამ პროცესში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი