ახალი ამბები

ვინ არ ესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას

4 დეკემბერი, 2015 • 1257
ვინ არ ესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე უშიშროების საბჭოს წევრების ძირითადი განსახილველი თემა არის არსებული და გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე თავდაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

“ასევე სხდომაზე განსახილველ თემებს შორის არის, ეროვნული უშიშროების საბჭოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების საპასუხო ქმედებები და თავდაცვის ორგანიზების სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები.

გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით მოწვეულ სხდომას საქართვგელოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი; საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი; გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი; საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ესწრებიან”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი