ახალი ამბებიკინო

,,ველური ბალახი’’ პარლამენტის ეროვნულ ბიბილიოთეკაში

15 დეკემბერი, 2010 • • 1054
,,ველური ბალახი’’ პარლამენტის ეროვნულ ბიბილიოთეკაში

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში დღეს ფრანგი რეჟისორის ალენ რენეს ფილმის ,,ველური ბალახის’’ ჩვენება გაიმართება.

ფილმი რეჟისორის უკანასკნელი ნამუშევარია და 2009 წელს კრისტიან გაიის ნოველის, ”ინციდენტის” მიხედვითაა გადაღებული. მთავარ როლს ფილმში ალენ რენეს მეუღლე საბინ აზემა ასრულებს.

ჩვენება ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში 17.00 საათზე დაიწყება. მსურველთა რეგისტრაცია კი წინასწარ ინტერნეტის ან ტელეფონის საშუალებით მოხდება.

ფილმში მთავარ როლებს – ანდრე დიუსოლიე, საბინ აზემა, ემანუელ დევო ასრულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი