ახალი ამბები

სოფელ გლდანში გამრიცხველიანების პროცესი დასრულდა

15 დეკემბერი, 2010 • • 1008
სოფელ გლდანში გამრიცხველიანების პროცესი დასრულდა

სოფელ გლდანში ინდივიდიალური გამრიცხველიანების პროცესი დასრულდა. დასრულებით სამუშაოებს დღეს ს.ს. „ენერგო–პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად  საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგურიც დაესწრო.

ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდი ავრცელებს.

სოფელ გლდანის ელექტროგამანაწილებელი ქსელის მოწესრიგებისა და გამრიცხველიანებისათვის კომპანიამ  564 000 ლარი დახარჯა. ინდივიდუალური მრიცხველი 1880 აბონენტს დაუმონტაჟდა.

,,ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს. გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რომლებიც მოიცავენ ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას. იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა’’, – წერს ენერგეტიკის სამინისტრო.

საერთო ჯამში “ენერგო–პრო ჯორჯიას” მიერ ინდივიდუალურად გამრიცხველიანებული აბონენტების რაოდენობა ამ დროისთვის ქალაქების ჩათვლით შეადგენს 360 000 აბონენტზე მეტს.

საქართველოს რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება მომავალ წელს გაგრძელდება და საქართველოში არსებულ ყველა აბონენტს 2013 წლის ბოლოსათვის მოიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი