ახალი ამბები

მთავრობა საქართველოში საერთაშორისო კინოინდუსტრიის მოზიდვას გეგმავს

3 დეკემბერი, 2015 • 1209
მთავრობა საქართველოში საერთაშორისო კინოინდუსტრიის მოზიდვას გეგმავს

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადეს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით იგეგმება საერთაშორისო კინოინდუსტრიის მოზიდვა.

“აწარმოე საქართველოში პროგრამას ვამატებთ ორ კომპონენტს, სასტუმროინდუსტრიის და კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, “ტურიზმიდან შემოსავლები ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი, 1 მილიარდ 800 მილიონი აშშ დოლარი შემოსავლები მიმდინარე ანგარიშში. გვინდა შევქმნათ მასტიმულირებელი პაკეტი, რომელიც მოიზიდავს საერთაშორისო კინოებს, სერიალებს, კლიპებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს მათი გადაღება. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ეს იწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, პროფესონალების ჩამოყალიბებას, გადამღები მოედნების შექმნას და, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი