ახალი ამბები

ღუდუშაურის კლინიკაში პაციენტი მეოთხე სართულიდან გადახტა და დაიღუპა

2 დეკემბერი, 2015 •
ღუდუშაურის კლინიკაში პაციენტი მეოთხე სართულიდან გადახტა და დაიღუპა

თბილისში, ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში პაციენტი მეოთხე სართულიდან გადახტა. მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

პაციენტი კლინიკაში მწვავე პნევმონიის დიაგნოზით გუშინ, 1 დეკემბერს, მოათავსეს და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა.

“უსაფრთხოების განსანკუთრებულ ზომებს ის არ საჭიროებდა. იწვა განყოფილებაში, სადაც მედპერსონალი 24 საათიან განსაკუთრებულ ზედამხედველობას ახორციელებს. სავარაუდოდ, ეს ფაქტი უეცრად განვითარებული ფსიქოზური აშლილობის ფონზე მოხდა. მედპერსონალმა და დაცვის სამსახურმა ვერ შეძლო მისი დაკავება”, – აცხადებს მარინა გელანტია, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების უფროსი, ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი