ახალი ამბები

ცუკერბერგის ფეისბუკის წილის 99%- ი სამყაროს გაუმჯობესებისთვის

2 დეკემბერი, 2015 • 1280
ცუკერბერგის ფეისბუკის წილის 99%- ი სამყაროს გაუმჯობესებისთვის

ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი წერს, რომ მან და მისმა მეუღლემ პრისცილა ჩანმა, მას შემდეგ, რაც მათ გოგონა მაქსი შეეძინათ, გადაწყვიტეს ფეისბუკის წილების 99%, რაც 45 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების გადაჭრას მოახმარონ.

ახალშობილი მაქსისთვის საჯაროდ მიწერილ წერილში, რომელიც facebook–ზე გამოაქვეყნა, ცუკერბერგი წერს, რომ მათი მიზანია, გააუმჯობესონ ადამიანთა შესაძლებლობები და თანასწორობის დამკვიდრებასა და ადამიანის პოტენციალის გაზრდას ხელი შეუწყონ, რათა მაქსმა და სხვა ბავშვებმა უკეთეს სამყაროში იცხოვრონ.

ზუკერბერგი წერს, რომ მაქსის დაბადებასთნ ერთდ მან შექმნა ფონდი “ჩან ცუკერბერგის ინიციატივა,” რომლის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გააერთიანოს ადამიანები დასახული მიზნების მისაღწევად.

წერილის მიხედვით, მათი განზრახვა მიმართული იქნება ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული სწავლების მოდელის შექმნის, დაავადებათა განკურნვის, ადამიანებს შორის კავშირების გამყარებისა და ძლიერი საზოგადოებრივი ჯგუფების ჩამოყალიბებისკენ.

ცუკერბერგი წერილში მიმართავს მაქსს, რომ მას, ისევე, როგორც სხვა მშობლებს სურს, რომ მისმა შვილმა უკეთეს მსოფლიოში იცხოვროს.  მსოფლიო ნელნელა წინ მიდის, მცირდება სიღარიბე, უმჯობესდება ჯანდაცვა, იზრდება ცოდნა, ამბობს ცუკერბერგი  ამიტომაც ჩვენ შევიტანთ ჩვენს წვლილს წინსვლაში, რადგან გვაქვს პასუხისმგებლობა მოვალი თაობის წინაშე.

“ჩვენი იმედები შენი თაობის წინაშე ემყარება ორ იდეას: ადამიანების პოტენაციალის გაზრდა და თანასწორობის ხელშეწყობას.  ადამიანის შესაძლებლობების გაზრდა ნიშნავს, რომ გადალახო შესაძლებლობების დადგენილი ზღვარი. შეგიძლია ისწავლო და მიიღო იმაზე მეტი გამოცდილება ვიდრე – დღეს? შეუძლია ჩვენს თაობას, რომ დაძლიოს დაავადება, რათა იცხოვრო უფრო ჯანმრთელად და დიდხანს? შეგვიძლია დავაკავშიროთ მსოფლიო ისე, რომ შენ გქონდეს წვდომა ყველა იდეაზე, ადამიანსა და შესაძლებლობაზე? შეგვიძლია, რომ აღმოვფხვრათ სიღარიბე და შიმშილი? შეგვიძლია, რომ უზრუნველვყოთ ყველა პირველადი ჯანდაცვით? შეგვიძლია შევქმნათ თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოებები? თუ ჩვენი თაობა სწორ ინვესტიციებს განახორციელებს, მაშინ ამ კითხვებს დადებითი პასუხის გაცემა შეგვეძლება” – წერს ცუკერბერგი.

თანასწორობის ხელშეწყობაში ცუკერბერგი გულისხმობს ადამიანების დარწმუნებას, რომ აქვთ წვდომა შესაძლებლოებებზე ეროვნების, ოჯახისა და დაბადებისას თანდაყოლილი გარემოებების მიუხედავად.

ცუკერბერგს მიაჩნია, რომ ამ მიზნების განსახორციელებლად უნდა შეიქმნას გრძლევადიანი პერსპექტივის მქონე გეგმები. უნდა შეიქმნას ტექნოლოგიები, საერთო მონაწილეობით უნდა შემუშავდეს პოლიტიკა და მისდიონ ყველაზე ძლიერ და დამოუკიდებელ ლიდერებს თითოეულ დარგში.

ცუკერბერგი ამბობს, რომ მსოფლიოს მასშტაბით სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთ პერსონალურ ინტერესებზე მორგებული განათლება მიიღონ ინტერნეტის საშუალებით, თუნდაც მათ არ იცხოვრონ კარგი სკოლების სიახლოვეს. პერსონალურ ინტერესებზე მორგებული სწავლება მისცემს ახალგაზრდებს შესაძლებლობას, რომ უკეთესი განათლება მიიღონ. ჩვენ დავიწყეთ ამ ტექნოლგიების შექმნაზე მუშაობა და შედეგები უკვე საიმედოა.

ცუკერბერგის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან, რადგან იგი არის განათლების მიღების წყარო, გამარაგებს ინფორმაციით ჯანდაცვაზე, გაკავშირებს პოტენციურ დამსაქმებელთან. თუმცა, მხოლოდ ტექნოლოგია ვერაფერს შეცვლის, თუ არ შეიქმნა ძლიერი თემები, ამბობს ცუკერბერგი. ცუკერბერგის აზრით, საჭიროა სკოლებთან, ჯანდაცვის ცენტრებთან, მშობლების ჯგუფებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა, რათა დასახული მიზნები განახორციელოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი