ახალი ამბები

ირაკლი შოთაძემ მთავარ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განახორციელა

30 ნოემბერი, 2015 • 1704
ირაკლი შოთაძემ მთავარ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განახორციელა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მუშაობას უკვე შეუდგა და მან პროკურატურაში პირველი საკადრო ცვლილებები განახორციელა.

საქართველოს მთავარი პროკურორის ცნობით, პროკურორის პირველ მოადგილედ მამუკა ვასაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის  უფროსის თანამდებობას იკავებდა. მთავარი პროკურტურის საგამოძიებო ნაწილს კი დღეიდან თეიმურაზ ნაჭყებია უხელმძღვანელებს.

ცვლილება განხორციელდა მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტშიც. პროკურატურის ცნობით, დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ბაკურ აბულაძე დაინიშნა. რაც შეეხება პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას,  ამ პოსტს ნათია სუხიაშვილი დაიკავებს.

უწყების ცნობით. ცვლილებები შეეხო ასევე საოლქო პროკურატურის ოფისებს, კერძოდ: შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ლევან პაქსაშვილი დაინიშნა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად – მალხაზ კაპანაძე.

დღესვე, განხორციელებული ცვლილებების შემდეგ  საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საოლქო პროკურორებს შეხვდება და სამომავლო გეგმებს გააცნობს, აცხადებს პროკურატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი