“ღრმა მწუხარებასა და სამძიმარს გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
ამ მძიმე წუთებში თანაგრძნობას ვუცხადებთ მოძმე ქართველ ხალხს“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.
ამის შესახებ განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს X-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
We extend our deepest condolences over the tragic explosion in the Ponichala district of Tbilisi, which claimed lives.
Our heartfelt sympathies go to the families and loved ones of the victims. We wish the injured a speedy recovery.
At this difficult time, we stand in solidarity with the people of brotherly Georgia.
@MFAgovge
— MFAIT of Armenia🇦🇲 (@MFAofArmenia) November 20, 2026
19 ნოემბერს თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად ძლიერი აფეთქება მოხდა. ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბინის 31 წლის მეპატრონე მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული. არიან სხვა დაშავებულებიც, რომლებიც აფეთქებას გადაურჩნენ, თუმცა ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.
“ტრაგედიიდან ტრაგედიამდე” – რა აჩვენა ფონიჭალაში გაზის აფეთქებამ
