ახალი ამბები

სემეკი რამდენიმე კომპანიის დაჯარიმების საკითხს განიხილავს

7 დეკემბერი, 2010 •
სემეკი რამდენიმე კომპანიის დაჯარიმების საკითხს განიხილავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ხვალ ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’, ,,რუსთავის წყლის’’, ,,მცხვეთის წყლისა’’ და ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’’ დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების პროექტს განიხილავს.

სხდომა 14.00 საათზე დაიწყება.

სემეკი ხვალ ასევე ,,ყაზტრანსგაზ-თბილისსა’’ და მოქალაქეს შორის დავას და ასევე შპს ,,მწვანე ყვავილა 1950-სა’’ და შპს ,,საქართველოს გაერთიანებული ქყალმომარგაბეის კომპანიას შორის არსებული დავის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების პროექტზე იმსჯელებს.

ამ საკითხების გარდა,  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კიდევ 13 საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი