აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევაში აფხაზურმა დელეგაციამ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მხარის მცდელობების შესახებ, ხელი შეეშალა აფხაზი სპორტსმენებისთვის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებაში. საუბარია თურქეთში მხატვრულ ტანვარჯიშში გამართულ ტურნირსა და ესპანეთში დომინოს მსოფლიო ჩემპიონატზე. სოხუმის მტკიცებით, ქართული მხარე ზეწოლას ახდენდა აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზატორებზე.

აფხაზური მხარე საუბრობს “ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და სპორტული ურთიერთობების პოლიტიზების დაუშვებლობაზე, ასევე ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე”.

ჟენევის დისკუსიების მომდევნო, 69-ე რაუნდის გამართვა 2027 წლის მარტში იგეგმება.