„დღეს ჩვენ ძალიან დადებითი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან, გვქონდა ძალიან პოზიტიური დიალოგი და უახლოეს მომავალში ჩვენი ურთიერთობების განვითარებას ველით“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული შეხვედრის შემდეგ TRT World-თან საუბარში.

მისივე განმარტებით, ორ ქვეყანას შორის რკინიგზა უნდა აღდგეს და მხარეები ამ მიმართულებითაც მუშაობენ.

11 ნოემბერს ანტალიაში COP31-ის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე და ხაზი გაუსვეს მის წინ წაწევისა და ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანის მნიშვნელობას.