„ნოდარის წერილი როცა გავრცელდა, მე ლალოს პოზიცია არ მეცოდინებოდა, რადგან პროცესი იყო დილით, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, დამტკიცდა. შესაბამისად, მე ლალოს პოზიცია არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ჩემზე კარგად იცით, საპროცესო შეთანხმება ნიშნავს ბრალის აღიარებას, ჩვენ გამოძიებასთან არავითარი პრეტენზია, პირველივე დღიდან ვართ ჩართული, არ გვქონია, არასოდეს არ დაფიქსირებულა. არც ლალოსგან მსგავსი საპრეტენზიო ინფორმაცია არ გაჟღერებულა“, – თქვა ადვოკატმა.
ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს:
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ნარკოტიკული საშუალები უკანონო შეძენა ან/და შენახვა); 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით ( ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა ან/და შენახვა) და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა ან/და შენახვა).
წარდგენილი ბრალდება 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ ასევე:
