ახალი ამბები

შეღავათიანი ტარიფი სამარშუტო ტაქსზეც იმოქმედებს

6 დეკემბერი, 2010 • • 1091
შეღავათიანი ტარიფი სამარშუტო ტაქსზეც იმოქმედებს

სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე სამარშუტო ტაქსებში, ავტობუსების და მეტროს მსგავსად, შეღავათები გავრცელდება.

ამის შესახევ ნეტგაზეთს თბილისის მერიის პრესსამსახურმა აცნობა.

დღეს მერიაში სამარშრუტო გადამზიდავების გამოსავლენად შექმნილმა სატენდერო კომისიამ გადაწვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, სამარშუტო გადამზიდვების გამოსავლენ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, პირველ რიგში ის მძღოლები დაასაქმოს, რომლებიც ტენდერამდე მუშაობდნენ სამარშუტო ტაქსებზე. ასევე, სამსახურის ცნობით, ახალი სატრანსპორტო სისტემა დამატებით კიდევ 1000- მდე სამუშაო ადგილს შექმნის.

კომისიის სხდომა მერიაში ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.

,,ტენდერის წესები ისეა ჩამოყალიბებული, რომ ბაზარზე არსებულ ყველა მოთამაშეს აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა; ყველა წესი არის გამჭვირვალე, ჩატარდება ღია კარის დღეები’’, – ამბობენ მერიის პრესამსახურში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი