„სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი“ თამთა მიქელაძე შესაბამის დებულებაზე დაყრდნობით განმარტავს, როგორ ხდება პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება.
მიქელაძის თქმით, პირველი მნიშვნელოვანი პრინციპი, რაც დადგენილებაში წერია, ისაა, რომ შემოწმება არ შეიძლება განხორციელდეს დამამცირებელი ან ღირსების შემლახავი ფორმით.
- არასრული პირადი შემოწმებისას ხდება ადამიანის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება/დათვალიერება, მაგრამ მისი გახდის გარეშე. ასეთი შემოწმება, მაგალითად, ტარდება სხვადასხვა პროცედურის წინ და შემდეგ, სხვა საკანში გადაყვანისას, აბაზანაში გაყვანისას და სხვა დადგენილ შემთხვევებში.
- სრული პირადი შემოწმება უკვე უფრო ინტენსიური ჩარევაა. ის მათ შორის ტარდება დაწესებულებაში მიღებისას, დაწესებულებიდან გაგზავნისას, სამარტოო საკანში მოთავსებისას, ხანგრძლივი პაემნის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ და სხვა დადგენილ შემთხვევებში“.
მიქელაძე წერს, რომ თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობს, სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით და მსჯავრდებულს წინასწარ უნდა მიეცეს შემოწმების საშუალების არჩევის შესაძლებლობა.
„სხვა მეთოდზე გადასვლა დასაშვებია მხოლოდ დადგენილი წინაპირობების არსებობისას, მათ შორის, როდესაც სკანერი აფიქსირებს აკრძალულ ნივთს ან არსებობს კონკრეტული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირს აკრძალული ნივთი სხეულზე ან სხეულში აქვს. ანუ შინაგანი შემოწმება ტარდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პირის სხეულში აკრძალული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას“, – წერს მიქელაძე.
„მოწმდება სხეული, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და, არსებობის შემთხვევაში, პროთეზი. უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ შეიძლება სხეულის შესაბამისი ნაწილების გახდაც, მაგრამ დებულება პირდაპირ ადგენს, რომ პირის სრული გაშიშვლება დაუშვებელია. ასევე განსაზღვრულია სხეულის ის ადგილები, რომლებიც შეიძლება შემოწმდეს, მათ შორის- თითებს შორის სივრცეები, ტერფები, ხელის მტევნები, კანის საფარი, ყურის ნიჟარები, იღლიები, პირის ღრუ და ცხვირის ნესტოები; ასევე მოწმდება თმა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.დებულების მიხედვით, შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო ეთიკის ნორმების დაცვით. ასეთი შემოწმება დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირის სხეულში აკრძალული ნივთია. ის უნდა ჩატარდეს იზოლირებულ ოთახში.
ანუ ბადრაგის ან დაწესებულების სხვა თანამშრომლების მიერ სხეულის ღრუში ხელით შეღწევა წარმოადგენს დებულების პირდაპირ დარღვევას“, – წერს უფლებადამცველი.
„შინაგანი შემოწმების შემთხვევაში წესები კიდევ უფრო მკაცრია: კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის არსებობის შემთხვევაშიც, კამერის ხედვის არეში შესამოწმებელი პირის სხეული არ უნდა მოხვდეს.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დებულების მიხედვით, პირადი შემოწმების შესახებ უნდა შედგეს ოქმი და მასში უნდა აისახოს როგორც შემოწმების საფუძველი და ინფორმაცია შემოწმების ჩამტარებელი პირების შესახებ, ისე მსჯავრდებულის პრეტენზიები. შემოწმების შესახებ ინფორმაცია ასევე უნდა აისახოს საკნის ბარათში, მათ შორის, შემოწმების ჩამტარებელი პირების ვინაობისა და თანამდებობის მითითებით“, – წერს მიქელაძე.
- რა საფუძვლით დაიწყო შემოწმება;
- რა ტიპის შემოწმება ჩატარდა;
- რატომ გამოიყენეს ფიზიკური ძალა;
- რამდენი თანამშრომელი მონაწილეობდა;
- არსებობდა თუ არა შინაგანი შემოწმების სამართლებრივი საფუძველი;
- ვინ ჩაატარა ის;
- სად ჩატარდა;
- რას იღებდა კამერა;
- და რა ჩაიწერა შემოწმების ოქმში.
„ამის შესახებ ოჯახმა უკვე ილაპარაკა. მათ შორის იმ ფონზე, როცა პატიმართა არაფორმალურ იერარქიებზე და პატიმართა შორის ძალადობაზე ბევრი იწერება სახალხო დამცველის ანგარიშებშიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, მისი პირადი სტრესის მართვა და სწორი ზომების მიღება. იმედია, სახალხო დამცველი, გაუგებარი განცხადებების მიუხედავად, საქმის მჭიდრო ზედამხედველობას გააგრძელებს“, – წერს უფლებადამცველი.
