ახალი ამბებიკინო

ლიტერატურის მუზეუმში დღეს ფოტოგამოფენა გაიხსნება

7 დეკემბერი, 2010 • • 1195
ლიტერატურის მუზეუმში დღეს ფოტოგამოფენა გაიხსნება

ლიტერატურის მუზეუმი დღეს ქართველი და ჰოლანდიელი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. პიტერ ვანდერმეერის და გურამ წიბახაშვილის ფოტოები ,,პერესტროიკის’’ პერიოდის ქართულ კინოს ეძღვნება.

ეს იქნება პიტერ ვანდერმეერის და გურამ წიბახაშვილის ფოტო არქივების გამოფენა. ორივე ხელოვანი ინტენსიურად იღებდა“პერესტროიკის” პერიოდის კინორეჟისორთა პორტრეტებს როგორც საქართველოში, ისე როტერდამის საერთაშორისო კინო ფესტივალზე.

როტერდამის საერთაშორისო კინო ფესტივალი ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვანი ფესტივალთაგანი იყო, რომელმაც პირველ ქართულ დელეგაციას უმასპინძლა. მაესტრო სერგო ფარაჯანოვთან ერთად იქ გამოჩნდნენ კინორეჟისორები: ტატო კოტეტიშვილი, დათო ჯანელიძე, დიტო ცინცაძე, ირაკლი შავლიაშვილი და სხვები.

პიტერ ვანდერმეერის ჰოლანდიური პორტრეტები და გურამ წიბახაშვილის ქართული კოლაჟები სწორედ ამ პერიოდეის კინო ისტორიას ასახავს.

გამოფენა ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

ნამუშევრები ლიტერატურის მუზეუმში 18 დეკემბრამდე იქნება გამოფენილი.

გამოფენა  საქართველოს ლიტერატურის მუზეუმთან თანამშრომლობით თბილისის მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში იმართება.

ფოტოხელოვნების მოყვარულებს წიბახაშვილისა და ვანდერმეერის ფოტოკოლაჟების ნახვას დღეს 18.00 საათიდან შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი