დიპლომატიური ზეწოლით საქართველო რუსეთს აიძულებს, რომ საქართველოს თამაშის წესებით იმოქმედოს, – განაცხადა პარლამეტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი მინაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთი ფიქრობდა, რომ ასტანის სამიტი იქნებოდა მისი აგრესიული ჩანაფიქრების ,,გაპრავება’’, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო. მინაშვილის განმარტებით, ამის მიზეზი სამიტზე ეუთოს წევრი სახელმწიფოებისგან სამიტის პირველივე დღეს საქართველოს მიმართ გამოთქმული მხარდამჭერი განცხადებები გახდა.
“რუსეთი სამიტზე კრიტიკას არ მოელოდა, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები მისთვის მოულოდენლი და მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც რუსეთი კუთხეში მოექცა”- განაცხადა მინაშვილმა.
აკაკი მინაშვილმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან “კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფში” ისაუბრა.
მინაშვილი განმარტავს, რომ რუსეთს აწყობს თავის მეზობელ ქვეყნებში კონფლიქტური სიტუაციები, რადგან შედეგად მოახერხებს, მართვის სადაავები ჩაიგდოს ხელში.
მიუხედავად ამისა, პარლამეტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ დათმობაზე წასვლა და დიალოგის დაწყება რუსეთს მოუწევს.