კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია იმ სტანდარტებს დაადგენს, რაც საჯარო სამსახურებმა ინფრომაციული უსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვან.
ეროვნულ სტარტეგიაზე საქართველოს უშიშროების სამჭო მუშაობს. მუშაობის პროცესში სხვადსხვა საჯარო სამსახურებთან ერთად იუსტიციის სამინისტროცხაა ჩართული.
იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ოთარ კახიძის თქმით, დოკუმენტზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
,,ეს იქნება კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია. დოკუმენტი დაადგენს, რა სტანდარტები უნდა დანერგოს საჯარო უწყებამ თავის ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში, როგორ უნდა იყოს დაცული ქსელი და რა უსაფრთხოების ზომები უნდა იქნას მიღებული’’, – ამბობს კახიძე
დოკუმენტის შექმნის საჭიროება, კახიძის განმარტებით, კომპიუტერული სისტემებით ინფორმაციის გაცვლის სიხშირემ გამოიწვია. რაც, მისივე თქმით, აუცილებლად დაცული უნდა იყოს.
ეროვნული სტრატეგია სავალდებულო ნორმა იქნება, რომლის დაცვა ყველა საჯარო უწყებას მოუწევს. სტრატეგიაზე მუშაობა, სავარაუდოდ, მომავალ წელს დასრულდება.
უშიშროების სამჭოს დოკუმენტის შემუშავების პროცესში კონსულტაციებს საერთაშორისო ორგანიზაციები უწევენ.