საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 509 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 22 224 ადამიანი.
2026 წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილთა რაოდენობა 4 715-ით აღემატება ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რესპუბლიკაში.
2026 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა.
2026 წლის დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2027 წლის მარტის ბოლოს.
