სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 22 767 მსჯავრდადებული იყო, რაც ბოლო წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამ მსჯავრდადებულთა ნახევარზე ოდნავ მეტს, 11 406 პირს პირობით მსჯავრი აქვს (50,1%). მსჯავრდადებულ პატიმართა რიცხვი 2025 წლის მონაცემებით იყო 5 555 (14,4%). ჯარიმა დაეკისრა მსჯავრდადებულთა 20,2%-ს, რაც დაახლოებით 4600 პირია. დანარჩენებს სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ან სხვა სანქცია დაეკისრათ.

22 767 მსჯავრდადებულიდან არასრულწლოვანი იყო 521 მოზარდი. ყველაზე მეტი მსჯავრდადებული – 12 321 პირი 30-დან 49 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია.

რაც შეეხება დანაშაულის სახეებს, 2025 წელს მსჯავრდადებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულების პირველი სამეული ასეთია:

  • ნარკოდანაშაულები (5322 პირი);
  • ქურდობა (3208 პირი)
  • ტრანსპორტის მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების დარღვევა (733 პირი).
საქსტატი

მსჯავრდადებულთა რიცხოვნობა წლების მიხედვით ასე იცვლებოდა:

  • 2025 წელი – 22 767 მსჯავრდადებული;
  • 2024 წელი – 16 961 მსჯავრდადებული;
  • 2023 წელი – 18 547 მსჯავრდადებული;
  • 2022 წელი – 18 850 მსჯავრდადებული;
  • 2021 წელი – 15 412 მსჯავრდადებული;
  • 2020 წელი – 12 980 მსჯავრდადებული.
საქსტატი

ამავე თემაზე: