საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 900.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3%-ით მეტია, ხოლო 2025 წლის წინასწარ მონაცემებს 12.5%-ით აღემატება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით მიხედვით ასე გადანაწილდა:
- რეინვესტიცია — 1 567.5 მლნ აშშ დოლარი
- სააქციო კაპიტალი — 685.7 მლნ აშშ დოლარი
2025 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 82.5% შეადგინა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად განაწილდა:
- გაერთიანებული სამეფო — 426.6 მლნ დოლარი
- აზერბაიჯანი — 214.4 მლნ დოლარი
- თურქეთი — 202.4 მლნ დოლარი
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 633.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 33.3%-ია. მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი 254.7 მლნ აშშ დოლარით (13.4%), ხოლო მესამეზე — ვაჭრობის სექტორი 191.1 მლნ აშშ დოლარით (10.1%).
