ახალი ამბები

მონაცემთა ონლაინ გაცვლის სისტემის გაუმჯობესების პროექტი

3 დეკემბერი, 2010 • • 978
მონაცემთა ონლაინ გაცვლის სისტემის გაუმჯობესების პროექტი

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში დღეს პროექტის, სახელწოდებით სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტს სამოქალაქო მონაცემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში  სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, შვედეთის საერთაშორისო განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით (SIDA) ახორციელებს. პროექტი 30 თვეს მოიცავს, ხოლო მისი ბიუჯეტი  23 500 000 შვედური კრონას (3 014 500 აშშ დოლარს) შეადგენს.

პროექტი  ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ესენია: საარჩევნო სიების ფორმირება, მოქალაქეობა–მიგრაცია, დამისამართება და  იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა ტრეინინგი.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ე.წ. ღილაკზე ერთი დაჭერით საარჩევნო სიების ფორმირება, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს მონაცემების ონლაინ გაცვლის უზრუნველყოფა ყველა იმ უწყებასთან, რომლებიც ჩართული არიან საარჩევნო სიების ფორმირებაში.

,,მთელი საქართველოს მასშტაბით ვიწყებთ დამისამართების პროექტს. აღნიშნული პროექტი პილოტურ რეჟიმს მოიცავს, მაგრამ იმედია მაქვს, რომ სხვა დონორებიც გააგრძელებენ ამ მიმართულებებით დაფინანსებას’’,-განმარტა ვაშაძემ.

საქართველოში შვედეთის ელჩის დაიანა იეინსის განცხადებით,  პროექტით გათვალისწინებული პირობების წარმატებით შესრულება, კერძოდ კი,  მონაცემთა გაცვლის  ინფრასტრუქტურის დანერგვა, საგრძნობლად გააუმჯობესებს სახელმწიფო დაწესებულებების ოპერაციულ შესაძლებლობებს  და მომსახურების ხარისხს.

მისი თქმით, აღნიშნულ პროექტი პირდაპირ კავშირშია სანდო და გამჭვირვალე საარჩევნო სიების ფორმირებასთან.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, შვედეთის ელჩი საქართველოში დაიანა იეინსი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი,  შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA), სამოქალაქო და საჯარო რეესტრების,  ცენტრალური სარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი