ახალი ამბები

ამერიკამ შსს-ს 74 Toyota Land Cruiser გადასცა

3 დეკემბერი, 2010 • • 1063
ამერიკამ შსს-ს 74 Toyota Land Cruiser გადასცა

ამერიკის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 74 ერთეულ Toyota Land Cruiser LC-78  ტიპის მანქანას გადასცა.

მაქანების შეძენა აშშ-ს და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების ,,კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’ ფარგლებში მოხდა.

ამერიკის მთავრობამ მანქანებისთვის ჯამში 2,8 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე წერია, რომ ,,სატრანსპორტო საშუალება დაეხმარება სამართალდამცავებს, უკეთ განახორციელონ სამსახურებრივი საქმიანობა მაღალმთიან და მიუდგომელ რეგიონებში’’.

,,კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობა’’  ასევე პოლიციის მუშაკთა ტრეინინგებს, საკომუნიკაციო საშუალებების შეძენას და შსს პოლიციის აკადემიის სხვადასხვა ობიეტქების მშენებლობას ითვალისწინებს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი