ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლებას მიმართავენ

2 დეკემბერი, 2010 • • 998
თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლებას მიმართავენ

ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები  ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრზე  მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას სთხოვენ.

თავისუფალი დემოკრატების აქტივისტებმა ამ მოთხოვნით კანცელარიის შენობის წინ  დღეს აქცია გამართეს, დევიზით – ,,ნუ გაურბიხართ კონფლიქტის ზონის მოსახლეობის პრობლემებს! ‘’.

ახალგაზრდა დემოკრატების  თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების საზღვარსა და შიდა ქართლში მცხოვრებ მოსახლეობას არ აქვს საკვები, სასმელი და სარწყავი წყალი. მათი განმარტებით, რეგიონში შეშის არქონის გამო იჩეხება ხეხილის ბაღები. ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ იქ მცხოვრებთ შეუქმნან საარსებო პირობები.

პარტიის წევრებმა ლიდერთან ერთად რამდნეიმე დღის წინ შიდა ქართლის სხვადასხვა სოფლები  და  მათი მოსახლეობა მოინახულეს და როგორც აღნიშნეს, პირადად მოისმინეს მათი პრობლემები.

პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია აქციაზე არ იმყოფებოდა. აქცია ნახევარი საათი გაგრძელდა. აქტივისტები პროტესტს სტვენით გამოახატავდნენ.

 როგორც ერთ–ერთმა აქციის მონაწილემ განაცხადა, თუ ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება მათ დღევანდელ პროტესტს, აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი