აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსის, რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, საკურორტო სეზონის პიკში “რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე დღეში 60 ათასამდე ადამიანი გადადის”.
მისივე თქმით, “სასაზღვრო გამშვები პუნქტის ნორმატიული გამტარუნარიანობა დღეში 10 ათასამდე ადამიანია, თუმცა ივლის-აგვისტოში ტურისტების დიდი ნაკადის გამო ეს მაჩვენებელი ნორმას აჭარბებს და რიგები წარმოიქმნება”.
„სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის ლოდინის დრო დაახლოებით სამი საათია, ფეხით მოსიარულეებისთვის კი, არაუმეტეს ერთი საათისა“, – ამბობს ლატიპოვი РИА Новости-სთან ინტერვიუში.
გამშვები პუნქტი „ფსოუ“ რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის ერთადერთი სახმელეთო გადასასვლელია.
