საქსტატმა 2026 წლის II კვარტლის ტრანსპორტის სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს აეროპორტები 2 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.7%-ით ნაკლებია.

აეროპორტებიდან გაემგზავრა 1 მილიონი მგზავრი (7%-ით ნაკლები), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 1 მილიონი მგზავრი (4.4%-ით ნაკლები).

2026 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 8.2 ათასი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდზე 4.7%-ით ნაკლებია.

2026 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 11.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 90.8% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 9.2% — გაგზავნილი.

აეროპორტებში 1.1 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 21.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 2026 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 141.1 ათასი მგზავრი და გადატანილია 35.9 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 18.3%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 6%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება რკინიგზას, 2026 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 425.8 ათასი მგზავრი, რაც 0.5%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 408.4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 95.9%-ს შეადგენს და 3.4%-ით ჩამორჩება 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 17.4 ათასი მგზავრი, რაც დაახლოებით 3.5- ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2026 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 19.9%-ით მეტი, სულ 3.9 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 6.7% მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.5% — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.8% — ტრანზიტზე.

რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 38%-ის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 22.7% — აზერბაიჯანი, დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო.

რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 17.4%-ის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 10.1%-ისა — რუსეთის ფედერაცია, 7.1% — ყაზახეთი.

2026 წლის II კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო:

  • 8.2% — თურქეთი
  • 8.1% — ნიდერლანდები
  • 5.5% — ჩინეთი
  • 2% — რუმინეთი
  • 1.8% — იტალია
  • 1.2% — უკრაინა

ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 6.6%-ის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.5% — თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

რკინიგზით გადატანილი ტვირთების სტრუქტურა სასაქონლო ჯგუფების მიხედვით. წყარო: საქსტატი

2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 4.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 54.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 53.2%-ს შეადგენდა.

ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5 364.5 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 33%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 47.8% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30.5% — თხევადი ტვირთი, ხოლო 21.7% — ნაყარი ტვირთი.

საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4611 გემი, რომელთა 47.3% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 24.9 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 19.3% — კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 8.5%ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 39.1%-ით მეტი ნაყარი ტვირთმზიდი მიიღო, 34.8%-ით მეტი — კონტეინერმზიდი, 17.3%-ით მეტი — თხევადი ტვირთმზიდი, 2.3%-ით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი, სპეციალიზებული კი — 65%-ით ნაკლები.

2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 19.1% პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.2% — თურქეთის, 11.3% — ლიბერიის, 7.2%— მალტის, დანარჩენი 47.3 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.