ახალი ამბები

2023 წელს გაუპატიურების შემთხვევები გაიზარდა – შსს-ს სტატისტიკა

11 დეკემბერი, 2023 • 1294
2023 წელს გაუპატიურების შემთხვევები გაიზარდა – შსს-ს სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველ 9 თვეში გაუპატიურების უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე 2022-ში მთელი წლის განმავლობაში. უწყებამ გასულ წელს გაუპატიურების 137 შემთხვევა აღრიცხა, მაშინ, როცა მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში 154 შემთხვევა დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ გაუპატიურების შემთხვევების ზრდასთან ერთად გაზრდილია ამგვარი საქმეების გახსნის მაჩვენებელიც: გასულ წელს შსს-მ გაუპატიურების 66%-მდე შემთხვევა გახსნა, 2023 წლის პირველ 9 თვეში კი – 71%-მდე.

გაზრდილია არა მხოლოდ გაუპატიურების, არამედ ზოგადად, სქესობრივი დანაშაულების სტატისტიკაც. 2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით შსს-მ 412 სქესობრივი დანაშაული აღრიცხა.

გაუპატიურების შემდეგ მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა შემდეგი ტიპის დანაშაულები:

  • გარყვნილი ქმედება – 96 შემთხვევა;
  • სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში – 86 შემთხვევა;
  • სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება – 54 შემთხვევა;
  • სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება – 22 შემთხვევა.

ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სახელმწიფოს აქვს დაცვისა და დახმარების ხელშეწყობის რამდენიმე მექანიზმი. მათ შორის არის შემაკავებელი და დამცავი ორდერები, თავშესაფარი, კრიზისული ცენტრები და 2023 წლიდან – ფულადი კომპენსაციაც.

რა სერვისები აქვს სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი