ახალი ამბები

სექსი პრეზერვატივით და მის გარეშე

1 დეკემბერი, 2010 • • 9053
სექსი პრეზერვატივით და მის გარეშე
საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა 39%-ს ინფექცია სექსუალური გზით გადაედო. ნეტგაზეთი დაინტერესდა, იყენებს თუ არა თბილისის მოსახლეობა პრეზერვატივს სხვადასხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
ავერსის, PSP-სა და GPC-ის  აფთიაქების მონაცემებით, თითო აფთიაქში  ყოველდღიურად დაახლოებით 5-6 კოლოფი პრეზერვატივი იყიდება.
აფთიაქებში პრეზერვატივების ფასი 3-დან 10 ლარამდე მერყეობს. როგორს აფთიაქებში ამბობენ, პრეზერვატივის ფასი არა ხარისხის, არამედ სახეობისა და ზომის მიხედვით იცვლება. მანათობელი, არომატული, გელიანი პრეზერვატივის შეძენა მომხმარებელს უფრო მეტი დაუჯდება, ვიდრე სტანდარტულის.
ფარმაცევტების თქმით, მომხმარებელთა უმრავლესობა სტანდარტულ პრეზერვატივს ყიდულობს, რომლის ფასიც 3- დან 5 ლარამდე მერყეობს. მყიდველთა უმრავლესობა კი საშუალო ასაკის მამაკაცია.
პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1988 წლიდან აღინიშნება.
                
შიდსის ცენტრის მონაცემებით, 2010 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 2646 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 1953 მამაკაცია, ხოლო 694 ქალია. 2010 წელს 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით მონაცემმა 25 შემთხვევით მოიმატა.
აივ ინფექციის გადაცემა ყველაზე ხშირად (57%) ინტრავენული გზითაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა ყველაზე დიდი ნაწილი თბილისის მაცხოვრებელია.


მასალების გადაბეჭდვის წესი