ახალი ამბები

,,ქრისტიან-დემოკრატებს’’ ეუთოს სამიტის მიმართ განსაკუთებული მოლოდინები არ აქვთ

1 დეკემბერი, 2010 • • 993
,,ქრისტიან-დემოკრატებს’’ ეუთოს სამიტის მიმართ განსაკუთებული მოლოდინები არ აქვთ

ქრისტიან-დემოკრატების  წევრმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა უუთოს სამიტის მოლოდინებზე დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრისას ისაუბრა.

მისი განმრტებით, ეუთოს ბოლო სამიტზე, 11 წლის წინათ, ქართულმა დიპლომატიამ ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ამ სამიტზე რაიმე მნიშვნელოვანი მოლოდინები ლალიაშვილს არ აქვს.

1999 წელს სტამბოლში ეუთოს სამიტმა საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

,,სამწუხაროდ, არ მაქვს იმედი, რომ რაიმე მსგავსს მივაღწევთ ასტანის სამიტზე. მგონია რომ გადაჭარბებული იმედები და მოლოდინები ჩვენს საზოგადოებას, ამ მხრივ, არ უნდა მივცეთ იმიტომ, რომ ეს საბოლოო ჯამში ისევ ნიჰილიზმამდე მიგვიყვანს’’, – განმარტა ლალიშვილმა.

ლალიაშვილის გნცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ არ არის მომწიფებული ნიადაგი იმისთვის, რომ რუსეთმა უკან წაიღოს თავისი ვეტო და დაუშვას საერთაშორისო ეუთოს დამკვირვებლები კონფლიქტის ზონაში.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტების– მიხეილ სააკაშვილისა და დიმიტრი მედვედევის შეხვედრა ასტანაში არ შედგება. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას გამოთქვა რუსეთთან დიალოგის სურვილი, ლალიაშვილის განმარტებით, რუსეთის მხრიდან ამ საკითხზე მხოლოდ ირონიული განცხადებები ისმის.

,,სამწუხაროდ, მათი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი გადადგმული არ არის.  ვფიქრობ, რომ მათი შეხვედრისთვის ნიადაგი არ არსებობს და, სავარაუდოდ, პერსონალურ დონეზე არც მგონია რომ ოდესმე მომწიფდება. რადგან აქ არის პიროვნული შეუთავსებლობა ორ ფიგურას შორის’’, – განაცხადა ლალიაშვილმა.

ეუთოს სამიტი ასტანაში დღეს გაიხსნა. სამიტზე 27 ქვეყნის პრეზიდენტი მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძვანელობს. სამიტზე ასევე რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც იღებს მონაწილეობას.

ეუთოს ბოლო სამიტი 1999 წელს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი