ახალი ამბები

ლალიაშვილი:ყველაზე მასშტაბური კომპრომატების ომი

1 დეკემბერი, 2010 • • 1072
ლალიაშვილი:ყველაზე მასშტაბური კომპრომატების ომი

,,ეს არის ყველაზე მასშტაბური კომპრომატების ომი, რომელიც საერთოდ კაცობრიობის ისტორიას ახსოვს’’, – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა ასე ვიკილიკსის მიერ გამოქვეყნებული მასალები შეაფასა.

ლალიაშვილის ამბობს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ასეთი მასშტაბური ინფორმაციის გაჟონვა ჯერ არ მომხდარა. მისი თქმით, ეს ფაქტი  მომავალში აუცილებლად  მოახდენს ზეგავლენას სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზე.

,,ის რაც ხდება, არის მხოლოდ დასაწყისი, ამას აუცილებლად ექნება ძალიან შორს მიმავალი ზეგავლენა არა მარტო ადამიანების თუ ორგანიზაციების ბედზე, არამედ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზე’’.

ქრისტიან დემოკრატების წევრი განმარტავს, რომ რადგან არც ერთმა ოფიციალურმა სამსახურმა არ უარყო გავრცელებული ინფორმაციის სისწორე, ეს ნიშნავს, რომ ყველა თანხმდება ამ ინფორმაციის ნამდვილობაზე. თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ლალიაშვილის აზრით, ეს საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები იქნებიან.

,,ეს არის მხოლოდ ელექტორული მიმოწერის გაჟონვა, შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც ჩართული არიან ამ სფეროში, ვინც პასუხისმგებელია საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მათი პასუხისმგებლობის საკითხი ნამდვილად დადგება’’.

ქრისტიან-დემოკრატების წევრმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა ჟურნალისტებს ვიკილიკსის მასალებზე თავისი შეხედულებები პრაიმ ტაიმის პრესკლუბში გააცნო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი