ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს შენობაში სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის საიტის პრეზენტაცია გაიმართა.
ასოციაციის საიტი www.miljournalist.ge უკვე 1 წელია ფუნქციონირებს, თუმცა საიტის იფიციალური პრეზენტაცია დღეს გაიმართა. საიტზე განთავსებულია დაახლოებით ოცდაშვიდი ავტორის სტატიები, რომლებიც, ძირითადად, უსაფრთხოებისა და თავდაცვას თემებზე მუშაობენ.
საიტის დაარსების იდეა ასოციაციის ხელმძღვანელს გიორგი ცხვიტავას, ექსპერტ კობა ლიკლიკაძეს და ასოციაციის ერთ-ერთ წევრს ირაკლი ალადაშვილს ეკუთვნის.
ცხვიტავა ამბობს, რომ ასოციაციის და საიტის მიზანია, საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს საკუთარი ქვეყნის სამხედრო და თავდაცვის სფეროში არსებული მოვლენები.
სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია უკვე წელიწადნახევარია არსებობს. ასოციაციაში ორ ათეულზე მეტი სამხედრო სფეროში მოღვაწე ჟურნალისტია გაწევრიანებული.