უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, უკრაინას უფლება აქვს, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა ანკარაში, სადაც ნატოს სამიტი იმართება.

„მინდა ძალიან მკაფიოდ გამოვხატო ჩემი პოზიცია ომთან დაკავშირებით და ვთქვა, რომ უკრაინა მსხვერპლია, ხოლო რუსეთი — სასტიკი აგრესორი. უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც ადრეც ბევრჯერ მითქვამს, უნგრეთი არ მიაწვდის იარაღს და არ გაგზავნის სამხედროებს“, — განაცხადა მადიარმა.

მისივე თქმით, ანკარაში უკრაინის პრეზიდენტთან დაუგეგმავი, მოკლე მოლაპარაკება ჰქონდა.

„გუშინ მქონდა შესაძლებლობა, მოკლედ მესაუბრა ზელენსკისთან და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში შევხვდებით“, — განაცხადა მადიარმა.