ახალი ამბები

აბაშიძის ქუჩას ძველი სახელწოდება დაუბრუნდება

30 ნოემბერი, 2010 • • 2040
აბაშიძის ქუჩას ძველი სახელწოდება დაუბრუნდება

გრიგოლ აბაშიძის ქუჩა, რომელიც ვაკეში მდებარეობს, ძველ სახელწოდებას დაიბრუნებს და ატენის ქუჩა გახდება.

ელგუჯა ამაშუკელის სახელობის ქუჩა დაერქმევა ვაკე-საბურთალოს რაიონში ბესარიონ ჟღენტის ქუჩიდან მუხრან მაჭავარიანის ქუჩამდე მდებარე უსახელო ქუჩას.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

საკითხი განსახილველად საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლაშა იმედაშვილმა გამოიტანა. 

“თბილისში გრიგოლ აბაშიძის სახელობის ქუჩა ორი აღმოჩნდა, რომელთაგან ერთი ვაკეში, ხოლო მეორე ძველი თბილისის რაიონში მდებარეობს. ამიტომ  მოსახლეობის თხოვნით, ვაკის რაიონში მდებარე ქუჩას მისი ძველი სახელწოდება უბრუნდება და მას ისევ ატენის ქუჩა დაერქმევა”,-განაცხადა ლაშა იმედაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი