ახალი ამბები

მოსწავლეები CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელს ეცნობიან

30 ნოემბერი, 2010 • • 1318
მოსწავლეები CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელს ეცნობიან

საატესტატო გამოცდების ახალი მოდელი დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა 200-მდე მოსწავლეს გააცნეს.

განათლების სამინისტროს ცნობით, მოსწავლეები ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლებს წარმოადგენდნენ.  

მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა აბიტურის საათის მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ ვინაიდან  კომპიუტერის მეშვეობით საატესტატო გამოცდები წელს პირველად ჩატარდება, იგი გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე მომდევნო წლებში.  თუ მოსწავლეები მაქსიმალურად გამოიყენებენ დარჩენილ პერიოდს გამოცდებისთვის მოსამზადებლად, ადვილად გადალახავენ კონკრეტული საგნისათვის დადგენილ კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს.

კოკა სეფერთელაძის განცხადებით, საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციული შეხვედრები მეთორმეტეკლასელებთან  მომავალშიც გაიმართება, მოსწავლეები ნებისმიერ კითხვაზე მიიღებენ ამომწურავ პასუხებს, რაც მათ გამოცდებისთვის მზადების პროცესში დაეხმარებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი