ახალი ამბები

კონცერტი სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის

30 ნოემბერი, 2010 • • 1029
კონცერტი სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის

შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროებების  მქონე ადამიანების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 3 დეკემბერს პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, ხელოვნების აკადემიის სტიპენდიანტებთან ერთად,  მარჯანიშვილის თეატრში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 100 ბავშვს ”ავერსი” და ბარამბო”მედიკამენტებსა და ტკბილეულს გადასცემენ.

პროექტი საქართველოს განათლების სამინისტროსა და ქალაქის მერიის პატრონაჟით განხორციელდება.

საქველმოქმედო აქციის შესახებ ინფორმაცია  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი