გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ოფისის წინ, აზერბაიჯანელი პოლიტიკური ემიგრანტების ჯგუფი აქციას მართავს, რომლის მიზანია აზერბაიჯანში დაპატიმრებული 9 ჟურნალისტისა და 6 მორწმუნე ქალის გათავისუფლების მოთხოვნა. ინფორმაცის meydan.tv ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მთავარი მიზანი ამ დაკავებების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ორხან აღაევმა გამოცემასთან განაცხადა, რომ მან და სხვა მონაწილეებმა შიმშილობა დაიწყეს.
meydan.tv-ს ცნობივე, პროტესტს ასევე შეუერთდნენ მუსლიმთა ერთიანობის მოძრაობის ევროპული წარმომადგენლობის წევრები და რამდენიმე სხვა პოლიტიკური აქტივისტი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 25 ივნისამდე გაგრძელდება.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
