დღეს, 19 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება სამქეზე “მილაძე საქრთველოს წინააღმდეგ”.

საუბარია მოქალაქე ირაკლი მილაძეზე, რომელმიც 2022 წელს დააჯარიმეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოში უცენზურო ლექსიკის გამოყენების გამო. მილაძემ ტიკტოზე გააკრიტიკა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა და თბილისის მერის, ასევე მერიის თანამშრომლებისა და პოლიციელების მისამართით უცენზურო სიტყვები გამოიყენა. ამის გამო ის 500 ლარით დააჯარიმეს – შსს ამტკიცებდა, რომ მილაძის ქმედება ექცეოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლში, რაც გულისმხობს წვრილმან ხულიგნობას. მათ შორის, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას. აღსანიშავია, რომ საქალაქო სასამართლომ მილაძეს 2000-ლარიან ჯარიმა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით, სააპელაციომ ეს თანხა 500 ლარამდე შეამცირა.

სტრაბსურგის სასამართლომ, აღნიშნული საქმის განხლვის შემდეგ დაადგინა, რომ მილაძის მიმართ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მილაძის განცხადება ვერ იქნება დაცული გამოხატვის თავისუფლების უფლებით, რადგან საჯარო დებატებში ფარგლებში არ საუბრობდა. მარტივად რომ ვთქვათ, ამ გადაწყვეტილების მიხედვით მილაძის სიტყვები იყო პირადი შეურაცხყოფა და არა პოლიტიკური კრიტიკა. გარდა ამისა, სასამართლო ადასტურებს, რომ “საჯარი რივცე” მოიუცავს მათ შორის ონლაინ პლატფორმებს, რომლებიც პოპულარულია საზოგადოებაში. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სახდელის პროპორციულობაზე და აღნიშნა, რომ ჯარიმას ხელი არ შეუძლია მილაძოს შემდგომ სამოქალაქო თუ  პოლიტიკური აქტივობაში.

ამ გადაყწვეტილებას გამოემხაურა საქართველოს იუსტუციის სამინისტრო, რომელიც იყო მილაძის მოპასუხე სტრასბურგის სასამართლოში.

“სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა მნიშვნელოვანი პრინციპი: გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა და იცავს მწვავე კრიტიკასაც, თუმცა იგი არ მოიცავს სხვების, მათ შორის, თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა დამამცირებელ და პირად შეურაცხყოფას. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დაიცვას პოლიტიკური თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები დაუსაბუთებელი სიტყვიერი თავდასხმებისა და შეურაცხყოფისგან, რათა მათ საკუთარი მოვალეობები ღირსების შემლახველი ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში შეასრულონ.

სტრასბურგის სასამართლოს შეფასება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას, თუმცა ამავდროულად ცხადად ადგენს, რომ მისი განხორციელება, განსაკუთრებით ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ ქსელებში არ უნდა გადაიზარდოს სხვათა ღირსებისა და უფლებების შემლახველ შეურაცხყოფაში”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკითხს გამოეხმაურა საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. ორგანიზაციამ აღნიშული საკითხი მიმოიხილა ბოლო წლებში, საქართვველოში გამოხატვის თავსისუფლების შემზღუდავი კანონებისა და ამ მიმართულებით, სამართალდამცველი სტრყქტურების მიერ დანერგილი პრაქტიკის კონტექსში.

საიაში აცხადებენ, რომ გამოხატვის თავისუფლების კუთხით 2026 წელს საქართველოში ბევრად მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე 2023 წელს – როცა მილაძემ საჩივარი გააგზავნა სტრაბსურგის სასმართლოში. ორგანიზაციაში პიდაპირ ამბობენ, რომ დღეს საქართველოში გამოხატვის თავისუფლება “ქართული ოცნების” პირდაპირი სამიზნეა. ამის მიუხედავად, საიაში ირწმუნებიან, რომ სტრაბსურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აძლევს იმის საშუალებას, “აწარმოოს თავისუფალი აზრის დევნის კოორდინირებული პრაქტიკა”.

საიაში ამბობენ, რომ:

  • დაუშვებელია ისეთი სანქციის გამოყენება, რომელიც არის მძიმე ან არაპროპორციული (მაგალითად, მაღალი ოდენობის ჯარიმა ან სისხლისსამართლებრივი სანქცია), რადგან ეს ახდენს არსებით ზეწოლას გამოხატვის თავისუფლებაზე;
  • საქმეს არ უნდა ჰქონდეს სისხლისსამართლებრივი ხასიათი ან არ უნდა არსებობდეს თავისუფლების აღკვეთის რეალური რისკი (მათ შორის, ადმინისტრაციული სახით);
  • სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მისი გავრცელების დონეზე, მათ შორის, კონტენტის ამოღება, ანგარიშების დაბლოკვა ან ცენზურის სხვა ფორმა;
  • დაკისრებულმა სანქციამ არ უნდა შექმნას “მსუსხავი ეფექტი“ (chilling effect) და რეალურად არ უნდა აფერხებდეს ან აშინებდეს მოქალაქეებს საჯარო დებატებში მონაწილეობისგან;
  • ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა დაიცვან სათანადო ბალანსი და უნდა განასხვავონ დაცული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სიტყვა და დაუცველი გამოხატვა (მაგალითად, პირადი შეურაცხყოფა);
  • ეროვნულმა ორგანოებმა უნდა დაასაბუთონ ჩარევის აუცილებლობა და გადაწყვეტილება უნდა დაამყარონ საკმარის და რელევანტურ მიზეზებზე;
  • თავად ვულგარული ფრაზების გამოყენება არ არის გადამწყვეტი ფაქტორი გამოხატვის შეურაცხმყოფელად მიჩნევისას, რადგან მას შესაძლოა მხოლოდ სტილისტური დატვირთვა ჰქონდეს. სასამართლოს განმარტებით, სტილი კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილია, როგორც გამოხატვის ფორმა და იგი, შინაარსთან ერთად, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით;
  • უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეფექტიანი სასამართლო კონტროლი, ხოლო ზემდგომმა ინსტანციებმა უნდა შეასწორონ აშკარა არაპროპორციული ჩარევა.

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები გამოხატვის თავისუფლებაზე მკაფიოდ განსაზღვრავს სახელმწიფოს ჩარევის ზღვარს. ბუნდოვანი ნორმების, არაპროპორციული სანქციებისა და შემზღუდავი მექანიზმების გამოყენება ზრდის რისკს, რომ ეს უფლება ცენზურას დაექვემდებაროს”, – აცხადებენ საიაში.


გუშინ, 18 მაისს, მამუკა მდინარაძემ საჯარო კომუნიკაციის “სისტემური მონიტორინგის” სააგენტოს შექმნა დააანონსა. მისი თქმით, ამ ინიციატივის მიზანია “იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი იქნება დაცული, ამა დროულად კი მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობის და შეურაცხყოფის წახალისება”.

“შსს-ში, უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს”, – განაცხადა მდინარაძემ.

ის ირწმუნება, რომ ინიციატივის მიზანი არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. კითხვაზე, ვინ და როგორ დაადგენს, კონკრეტული განცხადება, მაგალითად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, აღვივებს თუ არა შუღლს, მდინარაძემ უპასუხა, რომ ამას ჯერ ახალი სამმართველოს თანამშრომლები გააკეთებენ, შემდეგ კი მიმართავენ სასამართლოს, რომელმაც, შესაძლოა სანქციად ადმინისტრაციული პატიმრობაც კი გამოიყენოს.

დღეს, 19 მაისს, სპეციალური სამმართველოს შექმნას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეც. მან არ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ განმარტავს სიძულვილის ენას სამმართველო, რომელიც საჯარო კომუნიკაციისას სიძულვილის ენის გასაკონტროლებლად შეიქმნება. კობახიძე ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასამართლოს და ვნახოთ, რას პრაქტიკას დაამკვიდრებენ ისინი. კობახიძემ უგულებელყო ჟურნალისტის შენიშვნა, რომ კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი მოქალაქეებისთვის იქამდეც, სანამ პრაქტიკა დამკვიდრდება. მან ასევე უარი თქვა პირადი პოზიციის გაზიარებაზე.

ამავე თემაზე: