იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯა მელონი ერევნიდან ბაქოში გაემგზავრა, სადაც უკვე შედგა ილჰამ ალიევთან მისი შეხვედრა „ერთი ერთთან“ ფორმატში.

2026 წლის 4 მაისს სომხეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტი გაიმართა თემაზე – „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად სომხეთს რამდენიმე ათეული ქვეყნის ლიდერი ეწვია.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოში მელონიმ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, იტალიასა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება, განვითარდება და უფრო მაღალ დონეზე გადავა.

როგორც სააგენტო APA იუწყება, მელონიმ გამოხატა გულწრფელი მადლიერება ფართო ფორმატში გამართული განხილვებისთვის და ხაზი გაუსვა: „ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა უნდა გავაფართოოთ და განვავითაროთ.“

ამასთან, ილჰამ ალიევის თქმით, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა, ხოლო სავაჭრო კავშირებიც ძალიან კარგად ვითარდება. მან ასევე აღნიშნა, რომ იტალია აზერბაიჯანის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია.

აზერბაიჯანული მხარის ცნობითვე, “ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურში იტალიურმა კომპანიებმა უკვე განახორციელეს და კვლავაც ახორციელებენ 23 პროექტს”.