პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ახალ უფროსად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, გელა გელაძე დაამტკიცა. წესით, უწყებას მან 6 წლით უნდა უხელმძღვანელოს.

აქამდე სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე იყო. თუმცა 6 წლის ვადით არჩეულმა მდინარაძემ ეს თანამდებობა 6 თვეში დატოვა. დღეს იგი დაამტკიცეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად.

მსგავსი სტრუქტურა აქამდე არ არსებობდა. მდინარაძე პირველი ადამიანი იქნება, ვინც კობახიძის მთავრობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებს უხელმძღვანელებს. თუმცა მას არ ექნება საკუთარი შენობა, აპარატი და ბიუჯეტი. გარდა ამისა, იგი დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს.

ამავე თემაზე: