ნეტგაზეთი | ფიზიკის მასწავლებლები სტაჟირებას CERN-ში გაივლიან ფიზიკის მასწავლებლები სტაჟირებას CERN-ში გაივლიან – Netgazeti
RU | GE  

ფიზიკის მასწავლებლები სტაჟირებას CERN-ში გაივლიან

 დღეს მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა, რომ იანვარში ფიზიკის მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN)  სტაჟირება გაიარონ.

ევროპულ ორგანიზაციაში მოსახვედრად, მინისტრის განმარტებით, ფიზიკის მასწავლებელთათვის კონკურსი ჩატარდება.

,,იანვარში ცენტრში წავლენ ფიზიკის მასწავლებებლები, რომლებიც გაიმარჯვებენ კონკურსში. ფიზიკის მასწავლებლები სტაჟირებას იქ იმისათვის გაივლიან, რომ ნახონ ის ახალი გამოწვევები, რომლებიც დგას ჩვენ წინაშე’’, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი