ახალი ამბები

მასწავლებლები კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარგარეთ გააგრძელებენ

24 ნოემბერი, 2010 • • 1021
მასწავლებლები კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარგარეთ გააგრძელებენ

მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით, ხელფასის გაზრდით არ დამთავრდება. ეს განცხადება მინისტრმა დირექტორებთან და მასწავლებლებთან დღეს გამართული შეხვედრისას გააკეთა.

მინისტრის თქმით, მასწავლებლებს, რომლებიც სასერთიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებენ და სერთიფიკატს მიიღებენ, საშუალება ექნებათ, სამინისტროს დაფინანსებით, სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით გაემგზავრონ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

დიმიტრი შაშკინი დირექტორებსა და მასწავლებლებს დღეს განათლების სამინისტროში შეხვდა. მინისტრმა მათ 2010 წლის შესახებ ანგარიში ჩააბარა და მომავალი წლის გეგმები გააცნო.

საჯარო პრეზენტაციების გაკეთება მინისტრთა კაბინეტს ნიკა გილაურმა 16 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე დაავალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი