ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს აფხაზეთში – სოხუმი

24 თებერვალი, 2026 •
კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს აფხაზეთში – სოხუმი

“უპილოტო საფრენი აპარატი 24 თებერვლის დილას ცანდრიფშის თავზე ჩამოაგდეს” – აცხადებს დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსი რუსტამ ლატიპოვი.

ოფიციალური ცნობითვე, ნამსხვრევები სანაპირო ზოლში ჩამოვარდა. მსხვერპლისა და დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გუშინ, 23 თებერვალს, გაგრის რაიონში “პირველი სმოტროვაია” პლატფორმის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატის (UAV) დაცემაა.

მანამდე სოჭსა და სირიუსში უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა. სოჭის აეროპორტი დროებით არ იღებს რეისებს.

ამასთან, აფხაზეთ-რუსეთის საზღვარი გუშინდელი დღიდან დაკეტილი რჩება.

აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ უპილოტო აპარატის ჩამოვარდნის ადგილის ან მისი ფრაგმენტების აღმოჩენის შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ და არ შეეხონ. აღმოჩენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი