ახალი ამბები

მეწარმეებს ვენახის გაშენებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა დასჭირდებათ

16 თებერვალი, 2026 •
მეწარმეებს ვენახის გაშენებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა დასჭირდებათ

მეწარმეებს ვენახის გაშენებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა დასჭირდებათ.

შესაბამისი ცვლილებები ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შედის. კანონის მოქმედი რედაქციით, სამეწარმეო ვენახის გასაშენებლად დასაშვებია მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშის გამოყენება. ცვლილებით კი, სამეწარმეო ვენახის გაშენებისთვის აგრეთვე აუცილებელი იქნება სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა.

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა. კანონში ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

ზურაბ ეზუგბაიას თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს დოკუმენტს, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას, გააშენოს სამეწარმეო ვენახი.

„ეს თანხმობა ხელს შეუწყობს მევენახეების მიერ სერტიფიცირებული ვაზის ჯიშების გამოყენებას, რათა თავიდან ავიცილოთ საქმიანობის პროცესში შესაძლო ზიანი და დამატებითი დანახარჯები. აღნიშნული უზრუნველყოფს, რომ ქართული ღვინის პროდუქციის სტანდარტი სათანადო დონეზე დავიცვათ“, – განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი